სმს-ზე უარის სერვისი *297#

SMS დაგზავნა, როგორც ნებისმიერი სხვა მომსახურება, კარგია მანამ, სანამ არ გახდება მომაბეზრებელი. მრავალ მომხმარებელს სურს უარი თქვას მომაბეზრებელ და ზედმეტ ინფორმაციაზე, მაგრამ არ იცის, როგორ გამორთოს სარეკლამო სმს შეტყობინებები.

არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გვინდა გარკვეული ტიპის ინფორმაციის მიღება და არ გვსურს სმს რეკლამის სრულად გამორთვა.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს თითოეული აბონენტის სარეკლამო-საინფორმაციო სმს-ზე უარის თქმის შესაძლებლობას.

კომპანია "ემ ეს ჯგუფის" სმს-ზე უარის თქმის სერვისი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კატეგორიის შეტყობინებები.

სარეკლამო SMS-ების გამოსართავად უნდა შეხვიდეთ "ემ ეს ჯგუფის" USSD მენიუში. ამისათვის ტელეფონში უნდა აკრიფოთ ნომერი *297# და დარეკოთ ამ ნომერზე

გამოსულ მენიუში შეარჩიეთ კატეგორია

no-sms

შემდეგ ეკრანზე დაინახავთ შესაბამისი კატეგორიის ჩართვის ან გამორთვის შეტყობინებას.

no-sms