SMS კოდირებების შესახებ

7-ბიტიანი კოდირება

ეს არის შეტყობინებებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოდირება GSM 03.38 სიმბოლოებით.
ამ 7-ბიტიან ალფავიტში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი სიმბოლოები:
@ £ $ ¥ è é ù ì ò Ç LF Ø ø CR Å å Δ _ Φ Γ Λ Ω Π Ψ Σ Θ Ξ ESC Æ æ ß É SP ! " # ¤ % & ' ( ) * + , - . / 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 : ; < = > ? ¡ A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z Ä Ö Ñ Ü § ¿ a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z ä ö ñ ü à
ერთი შეტყობინების მოცულობა 7-ბიტიან კოდირებაში 160 სიმბოლომდეა.

უნიკოდური კოდირება

უნიკოდურ (UCS-2) კოდირებას გააჩნია გაცილებით მეტი სიმბოლოების და ენების მხარდაჭერა ვიდრე, შეზღუდულ 7-ბიტიან კოდირებას.
თუ თქვენი შეტყობინება შეიცავს სიმბოლოებს, რომლებიც არ შედის 7-ბიტიან კოდირებაში (სცდება 7-ბიტიანი კოდირების საზღვრებს), ავტომატურად გამოიყენება UCS-2 კოდირება. ასეთ შემთხვევაში თითო სიმბოლო იკავებს მეტ მოცულობას და შესაბამისად მცირდება თითო შეტყობინებაში სიმბოლოების რაოდენობა 70-მდე.

შედგენილი (multipart) სმს შეტყობინებები

როდესაც შეტყობინების სიგრძე აჭარბებს სმს-ის 160 სიმბოლოიან ლიმიტს - 7-ბიტიანი კოდირებისთვის (ან 70 სიმბოლოს UCS-2 კოდირებისთვის), ასეთი შეტყობინება იყოფა რამდენიმე ცალკეულ სმს შეტყობინებად და იგზავნება აბონენტთან ცალ-ცალკე (ინდივიდუალურად).
იმისათვის, რომ ტელეფონში კვლავ შეერთდეს მიღებული შეტყობინებები, თითო შეტყობინების ნაწილს მიყვება სპეციალური სათაური (UDH), რომელშიც მითითებულია, შეტყობინების რიგითი ნომერი და შეტყობინების იდენტიფიკატორი, რომლის ნაწილსაც მიეკუთვნება ეს შეტყობინება. ამ UDH-ის სათაურის გამო, თითოეული შედგენილი 7-ბიტიანი შეტყობინების სიგრძე მცირდება 153 სიმბოლომდე 7-ბიტიან კოდირებაში (ან 67 სიმბოლომდე UCS-2 კოდირებაში).

ჩვეულებრივი სმს შედგენილი (multipart) სმს
7-ბიტი 160 სიმბოლო 153 სიმბოლო
უნიკოდი 70 სიმბოლო 67 სიმბოლო

დამატებითი ინფორმაცია

დამატებით ინფორმაციას სმს შეტყობინების მოცულობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ Wikipedia-ში ქართულად ან ინგლისურად