საინფორმაციო სმს სერვისი

სმს შეტყობინებების გაგზავნა

თქვენი მომხმარებლის მომენტალური ინფორმირებისთვის გამოიყენეთ სმს-პანელი, დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან სადაც არის ინტერნეტი. სმს-პანელის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან: კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური ტელეფონი. სმს პანელიდან შეგიძლიათ:

  • გაგზავნოთ შეტყობინებები, როგორც ერთჯერადად ასევე დაგეგმოთ მრავალჯერადი, პერიოდული გაგზავნა;
  • დაგეგმოთ დაგზავნები წინასწარ ნებისმიერი რაოდენობით;
  • აწარმოოთ და დაახარისხოთ თქვენი მომხმარებლების მონაცემები, კონტაქტ-ჯგუფები;
  • დაგეგმოთ ნებისმიერი ინდივიდუალური შეტყობინება წინასწარ და გაგზავნოთ ავტომატურ რეჟიმში (მაგ: დაბადების დღის მილოცვა);
  • შეიძინოთ სმს-ების სასურველი რაოდენობა, რომელიც აისახება თქვენს ბალანსზე მომენტალურად;
  • აკონტრტოლოთ და თვალი ადევნოთ მიმდინარე დაგზავნებს;
  • აკონტრტოლოთ დაგზავნების არქივი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ გაგზავნილი შეტყობინებების რეპორტი/სტატუსები, და სრული ინფორმაცია გაგზავნილი შეტყობინებების შესახებ;
  • გაგზავნოთ შეტყობინებები როგორც ლათინური, ასევე ქართული ფონტით (შრიფტით);
  • განახორციელოთ როგორც სარეკლამო, ასევე საინფორმაციო გაგზავნა;
  • ისარგებლოთ სისტემაში მითითებული ამოსარეგისტრირებელი კოდით - უარი სმს-ის მიღებაზე;
  • დაამატოთ ბრენდსახელები.
რეგისტრაცია
image

სმს-დაგზავნის სერვისის შესაძლებლობები

კონტაქტების მარტივი იმპორტი

ჭკვიანი იმპორტის უნიკალური სისტემა ერთ ფორმატში მოიყვანს ნომრებს და წაშლის დუბლიკატებს

მართეთ გაგზავნის დრო

გაგზავნეთ სმს დაუყოვნებლივ ან წინასწარ დაგეგმეთ მისი გაგზავნა თქვენთვის სასურველ დროს

კლიენტების ინფორმირება "მიზანში"

ჯგუფების და კონტაქტების მეშვეობით შესაძლებელია საკუთარი ბაზის სეგმენტირება მრავალი პარამეტრით

ეფექტურობის ანალიზი

დეტალური სტატისტიკა გაჩვენებთ სმს-დაგზავნის ეფექტურობას. შესაძლებელია Excel-ში ექსპორტი

საინფორმაციო SMS-დაგზავნის მართვა

ბრენდსახელი (გამგზავნის სახელი)

დაარეგისტრირეთ ინდივიდუალური ბრენდსახელი და გააგზავნეთ სმს-შეტყობინებები საკუთარი კომპანიის სახელით.

ბრენდსახელი შეიძლება შეიცავდეს ლათინური ალფაბეტის 11 სიმბოლოს. დაუშვებელია შემდეგი სიმბოლოების გამოყენება: “ ” ‘ ’ & ^ # / ~ | \

image

ავტომატიზაცია

image

დაგეგმილი დაგზავნის მეშვეობით გააგზავნეთ სმს-შეტყობინებები წინასწარ შედგენილი გრაფიკით. ასეთი წინასწარ დაგეგმილი სმს-დაგზავნა ავტომატურად გაიგზავნება მითითებულ დროს.

სმს პერსონალიზაცია

დაამატეთ შეტყობინებაში ნებისმიერი პირადი მონაცემი - სახელი, დაბადების თარიღი, ფასდაკლების კუპონის ნომერი ან სხვ. და გახადეთ SMS ინდივიდუალური ყოველი მომხმარებლისთვის, აღნიშნული მონაცემების ავტომატური ჩანაცვლების ფუნქციის მეშვეობით.

image

სმს-დაგზავნის ფუნქციები

სტატისტიკა და ეფექტურობა

შეაფასეთ სმს მარკეტინგის შედეგები, სმს დაგზავნის სტატისტიკის გაანალიზების საფუძველზე. გაიგეთ რამდენი სმს მიიღო მომხმარებლებმა და რამდენი არა.

გაზარდეთ კლიენტის ლოიალობა

ავტომატურ რეჟიმში მიულოცეთ კლიენტებს დაბადების დღეები. შეადგინეთ მილოცვის ტექსტი და მითითებულ დღეს სისტემა ავტომატურად გააგზავნის სმს შეტყობინებას.

მართეთ გამონაკლისი ნომრები

შეიტანეთ შავ სიაში ნომრები, რომლებზეც რამდენჯერმე ვერ მოხერხდა სმს გაგზავნა ან ვისაც არ სურს სმს-ების მიღება. ან თუნდაც ის ნომრები რომლებზეც არ გსურთ შეტყობინების გაგზავნა.

ჩვენი უპირატესობა

გამოცდილება

13 წლიანი გამოცდილება SMS მარკეტინგის მომსახურებაში.

GSM ოპერატორები

თანამშრომლობა სამივე GSM ოპერატორთან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი).

კონტაქტების ბაზა

კომპანიის არსებული ბაზა, რომელიც განახლებადია სამ თვეში ერთხელ.

SMS-ზე უარის მექანიზმი

სარეკლამო SMS შეტყობინების მიღებაზე უარის თქმის მექანიზმის რამდენიმე ალტერნატივა.

image

მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა

სარეკლამო დაგზავნა შესაძლებელია რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით.

კლიენტებზე ზრუნვა

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებლის კმაყოფილებაზე და ვქმნით მოხერხებულ სერვისებს.

გამოცდილი გუნდი

ჩვენი გამოცდილი გუნდი გარანტია იმისა, რომ წლების განმავლობაში ვინარჩუნებთ ლოიალურ მომხმარებლებს.

სიახლეზე ორიენტირებულობა

ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ კლიენტებს ახალ შესაძლებლობებს სმს მარკეტინგის სფეროში.

გადაწყვეტილებები ბიზნესის ყველა სფეროსთვის

  • ავტოსალონები, ავტოდილერები, სერვის-ცენტრები
  • ბანკები და საკრედიტო ორგანიზაციები
  • ღამის კლუბები, რესტორნები, კაფე-ბარები
  • სადაზღვევო კომპანიები, სადაზღვევო ბროკერები
  • სავაჭრო ცენტრები, ჰიპერმარკეტები
  • ესთეტიკის და სილამაზის ცენტრები
  • ინტერნეტ-მაღაზიები და Web 2.0
  • კინოთეატრები და სპორტულ-გასართობი ცენტრები
  • სამშენებლო კომპანიები
  • ტურიზმი, ტუროპერატორები, ტურ-კომპანიები
  • სპორტული, ფიტნეს კლუბები
  • პარფიუმერიის მაღაზიები