ისტორია

კომპანიის ისტორია

კომპანია "ემ ეს ჯგუფი" დაარსდა და ფუნქციონირებს 2011 წლიდან. იმ პერიოდში საქართველოს სმს-ბაზარი ახლადშექმნილი იყო.

"ემ ეს ჯგუფმა” პირველმა შეთავაზა კლიენტებს მოხერხებული ინტერფეისი სმს დაგზავნების საკუთარი ძალებით განხორციელებისთვის: მარტივი, მდიდარი ფუნქციონალით, სრული მხარდაჭერით და დაბალი ფასებით. თამამად შეიძლება ითქვას ემ ეს ჯგუფმა წამოიწყო სმს-რეკლამა და სმს დაგზავნის სერვისი საქართველოში.

მაღალი შედეგებიდან და ეფექტურობიდან გამომდინარე მასიურად დაიწყეს კომპანიებმა სმს მომსახურების გამოყენება. ნელ-ნელა ბაზარი გაიზარდა, კლიენტები მიხვდნენ სმს-მარკეტინგის მნიშვნელობას და დაიწყეს საკუთარი კონტაქტების ბაზების შეგროვება. ამან დიდი დაინტერესება გამოიწვია და ბაზარზე გამოჩნდა პატარპატარა სარეკლამო კომპანიები, რომლებსაც არ ქონდათ გამოცდილება სმს მარკეტინგის სფეროში და დაბალი ფასის შეთავაზების ხარჯზე ცდილობდნენ მომხმარებლების შეძენას. ამან გამოიწვია ის, რომ ყოველდღიურად შეტყობინებების რაოდენობა კოლოსალურად გაიზარდა, რასაც მოყვა მომხმარებელში გაღიზიანება.

"ემ ეს ჯგუფი" იყო პირველი, რომემლაც დანერგა სმს რეკლამის მიღებაზე უარის თქმის ეფექტური და მარტივი მეთოდი. ჯერ კიდევ მანამ, სანამ 2014 წელს 1 ნოემბერს კანონი ძალაში შევიდოდა, "ემ ეს ჯგუფმა" უკვე შეთავაზა მომხმარებელს ამოსარეგისტრირებელი კოდი *297#, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია სრულიად უფასოდ და მარტივად თქვას უარი სმს რეკლამის მიღებაზე. გააცნო მომხმარებელს, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა არსებული კოდი. აქტიურად მუშაობდა ქოლცენტრი, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ზარი ხორციელდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში "ემ ეს ჯგუფის" მეშვეობით მომხმარებელმა ისწავლა თუ როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ არ სურს შეტყობინების მიღება ან პირიქით გაიაქტიუროს სმს რეკლამის მიღება სასურველი კატეგორიების მიხედვით.

დღესდღეობით "ემ ეს ჯგუფი" არის ლიდერი, SMS-მარკეტინგის სფეროში.

"ემ ეს ჯფუფის" მუშაობის მთავარი პრინციპია მაღალი ხარისიხის მომსახურება, სიახლეზე ორიენტირებულობა და გამჭვირვალობა, რამაც შედეგი გამოიღო და დღესდღეობით ემსახურება სმს მარკეტინგის მომხმარებელთა 85% -ზე მეტს საქართველოს მასშტაბით.

"ემ ეს ჯგუფში” ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობა ინტერფეისის სიმარტივეს, აღქმადობას და სისტემის მუშაობის მაღალ სიჩქარეს.

არაერთი კონკურენტი ცდილობდა "ემ ეს ჯგუფის" სმს-პროდუქტის კოპირებას, მაგრამ ვერცერთმა შეძლო შეექმნა ბალანსი - სიმარტივის, მოხერხებულობის, წარმადობის და სისწრაფის. "ემ ეს ჯგუფის" გუნდი 24 საათის განმავლობაში ემსახურება საკუთარ კლიენტებს და მაქსიმალურ კომფორტს უქმნის მათ მომხმარებლებთან სწრაფ და მარტივ კომუნიკაციაში. "ემ ეს ჯგუფში" მუდმივად მიმდინარეობს ახალი პროდუქტების და სერვისების დანერგვა/განვითარდება, რაც ეტაპობროვად მიეწოდება მომხმარებელს.

მიუხედავად ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციისა, "ემ ეს ჯგუფმა" თავისი პროფესიონალი გუნდის დაუღალავი შრომით შეძლო შეენარჩუნებინა პირველობა ბაზარზე და დღეს დღეობით ყველაზე დიდი სმს დამგზავნი სარეკლამო კომპანიაა საქართველოში.

მისია: გავამარტივოთ კავშირი და გავამყაროთ კომუნიკაცია კომპანიასა და მომხმარებელს შორის.

ხედვა: ვიყოთ სმს მომსახურების საუკეთესო მიმწოდებელი საქართველოში და უცხოეთში. დავნერგოთ სმს მარკეტინგის უახლესი ტექნოლოგიები.