პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

ნებისმიერ მონაცემთა სუბიექტს, მოხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს სმს მარკეტინგის მიზნებისთვის პერსონალური მონაცემების გამოყენების შეწყვეტა. ხოლო მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნა მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს შეუძლია მიმართოს საჩივრით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციას მისი დარღვეული უფლებების აღსადგენად.

როდის ირღვევა კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ სმს მარკეტინგის სფრეროში?

მონაცემთა დამმუშავებელი ან /და უფლებამოსილი პირი ვალდებულია ყველა სარეკლამო სმს შეტყობინების ტექსტში მიუთითოს სმს რეკლამაზე უარის თქმის მექანიზმი თანაც ხელმისაწვდომი და ადეკვატური, რომ მონაცემთა სუბიექტმა მარტივად განაცხადოს უარი სმს რეკლამის მიღებაზე.
კომპანიის მხრიდან კანონი პერსონალურ მონცემთა დაცვის შესახებ უხეშად ირღვევა მაშინ, როდესაც მონაცემთა სუბიექტი უარს განაცხადებს სმს რეკლამის მიღებაზე და ამავე კომპანიისგან ისევ მიიღებს სარეკლამო სმს შეტყობინებას.
ასევე ირღვევა მონაცემთა სუბიექტის უფლებები მაშინ, თუ მისი მონაცემები არ არის მოპოვებული საჯარო წყაროებიდან.

რა მექანიზმები არსებობს თუ არ გვსურს სმს რეკლამის მიღება?

კომპანიების უმეტესობა ამ ეტაპზე იყენებს ხუთნიშა მოკლე ნომერს, რომელზეც მონაცემთა სუბიექტი აგზავნის უარის შეტყობინებას, თუმცა მოკლე ნომერზე შეტყობინების გაგზავნა ფასიანია და ღირს 6 თეთრი, შესაბამისად მონაცემთა სუბიექტი მოკლებულია ხელმისაწვდომ საშუალებას უარი განაცხადოს სმს რეკლამის მიღებაზე. მანამ სანამ 2014 წლის ნოემბერში შემოვიდოდა კანონი სმს რეკლამის მიღებაზე უარის თქმის მექანიზმთან დაკავშირებით, ჩვენმა კომანიამ უკვე დანერგა უარის თქმის მექანიზმი და იყო პირველი, რომელიც ამ საშუალებას სთავაზობდა მომხმარებელს. ეს არის მარტივი და კომფორტული USSD კოდი *297#, რომელიც არ საჭიროებს ფინანსებს, არ ჭირდება ინტერნეტი. მისი მეშვეობით შეგიძლიათ როგორც ამორეგისტრიდეთ სარეკლამო დაგზავნებიდან, ასევე დარეგისტრირდეთ სასურველ დროს.
შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კატეგორიები, ან კონკრეტული პერიოდით დროებით გაიაქტიუროთ სმს რეკლამის მიღება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ დაინტერესებული ხართ მაგალითად საოჯახო ტექნიკის შეძენით, დროებით გაიაქტიურებთ USSD კოდი *297# -ის მეშვეობით მხოლოდ ტექნიკის კატეგორიას და მიიღებთ შეტყობინებებს მხოლოდ ტექნიკის მაღაზიების ფასდაკლებებთან დაკავშირებით. ჩვენს კომპანიას ამჟამად აქვს სმს რეკლამაზე უარის თქმის მექანიზმის ორი ალტერნატივა და ნებისმიერ პარტნიორ კომპანიას სურვილის შესაბამისად შეუძლია გამოიყენოს როგორც ხუთ ნიშნა მოკლე ნომერი, ასევე USSD კოდი *297#.