პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
ნებისმიერ მონაცემთა სუბიექტს, მოხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს სმს მარკეტინგის მიზნებისთვის პერსონალური მონაცემების გამოყენების შეწყვეტა. ხოლო მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნა მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს შეუძლია მიმართოს საჩივრით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციას მისი დარღვეული უფლებების აღსადგენად.
როდის ირღვევა კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ სმს მარკეტინგის სფრეროში?
მონაცემთა დამმუშავებელი ან /და უფლებამოსილი პირი ვალდებულია ყველა
სარეკლამო სმს შეტყობინების ტექსტში მიუთითოს სმს რეკლამაზე უარის თქმის
მექანიზმი თანაც ხელმისაწვდომი და ადეკვატური, რომ მონაცემთა სუბიექტმა
მარტივად განაცხადოს უარი სმს რეკლამის მიღებაზე.
კომპანიის მხრიდან კანონი პერსონალურ მონცემთა დაცვის შესახებ უხეშად ირღვევა
მაშინ, როდესაც მონაცემთა სუბიექტი უარს განაცხადებს სმს რეკლამის მიღებაზე და
ამავე კომპანიისგან ისევ მიიღებს სარეკლამო სმს შეტყობინებას.
ასევე ირღვევა მონაცემთა სუბიექტის უფლებები მაშინ, თუ მისი მონაცემები არ არის
მოპოვებული საჯარო წყაროებიდან.