HTTP API v1.0 დოკუმენტაცია
შეტყობინების გაგზავნა
SMS შეტყობინებების გაგზავნაsendsms.php
პარამეტრი | ფორმატი | გამოყენება | აღწერა |
---|---|---|---|
username | string | აუცილებელი | მეტსახელი |
password | string | აუცილებელი | პაროლი |
client_id | integer | აუცილებელი | მომხმარებლის იდენტიფიკატორი |
service_id | integer | აუცილებელი | ბრენდ-სახელის იდენტიფიკატორი |
to | string | აუცილებელი | ტელეფონის ნომერი საერთაშორისო ფორმატში |
text | string | აუცილებელი | შეტყობინების ტექსტი, (ლათინური 160 სიმბოლო, ქართული 70 სიმბოლო) |
utf | integer | არა აუცილებელი | ქართული სიმბოლოებით გაგზავნა |
result | string | არა აუცილებელი | json - პასუხი დაბრუნდება JSON ფორმატში xml - პასუხი დაბრუნდება XML ფორმატში თუ მითითებული არ არის, პასუხი ბრუნდება ტექსტური სახით "code-message_id" |
შეტყობინების გაგზავნის მაგალითი:
curl http://bi.msg.ge/sendsms.php?to=995599000000&text=your+text&service_id=1&client_id=1&password=your+password&username=your+nickname&utf=1
პასუხად ბრუნდება სტატუსის კოდი და შეტყობინების იდენტიფიკატორი:
0000-000001
პასუხის კოდების მნიშვნელობა:
კოდი | აღწერა |
---|---|
0000 | შეტყობინების გაგზავნის მოთხოვნა მიღებულია. მეორე ციფრი შეტყობინების უნიკალური იდენტიფიკატორი სისტემაში, გამოიყენება შეტყობინების სტატუსის შესამოწმებლად
ყურადღება: ეს სტატუსი არ ნიშნავს შეტყობინების წარმატებით გაგზავნას |
0001 | არასწორი პაროლი ან მეტსახელი ან დაუშვებელი IP მისამართი |
0003 | აუცილებელი ველი ცარიელია (username, password, client_id, service_id) |
0005 | ცარიელი შეტყობინების ტექსტი |
0007 | არასწორი ტელეფონის ნომერი |
0008 | არასაკმარისი ბალანსი |
0009 | ბრენდ-სახელის პოვნა ვერ მოხერხდა |
0010 | შეტყობინება შეიცავს აკრძალულ სიტყვას |
მოთხოვნის ფორმირების მაგალითი
შეტყობინების გასაგზავნი მოთხოვნის ფორმირებისას ყველა ცვლადი უნდა გარდაქმნათ URL ფორმატში, ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ფუნქცია (ან დაწეროთ თქვენი)
function myUrlEncode($arr) { $res = ''; foreach($arr as $k=>$v) { $res .= $k .'='. urlencode($v) .'&'; } return substr($res, 0, -1); } $myvars = array( 'to' => '995YOURPHONE', 'text' => 'Your Text', 'service_id' => 1, // your service ID provided by MS Group 'client_id' => 1, // your client ID provided by MS Group 'password' => 'Your password', // your password provided by MS Group 'username' => 'Your nickname' // your username provided by MS Group ); $file = file_get_contents('http://bi.msg.ge/sendsms.php?' . myUrlEncode($myvars));
შეტყობინების გაგზავნა ჰოსტინგის და cloud სერვერებიდან
თუ თქვენი სერვისი განთავსებული ისეთ სერვერებზე, რომლებსაც აქვთ მრავალი IP მისამართი, ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს მენეჯერს და ის გადმოგცემთ ალტერნატიულ პაროლს, რომელსაც გადმოსცემთ მოთხოვნის ჰედერში MSG_HEADER პარამეტრის სახით
მოთხოვნის ფორმირების მაგალითი PHP-ზე
$opts = array( 'http'=>array( 'method'=>"GET", 'header'=>"MSG_HEADER: თქვენი ალტერნატიული პაროლი" ... ) ); $context = stream_context_create($opts); $file = file_get_contents('http://bi.msg.ge/sendsms.php? to=995599000000& text=your+text& service_id=1& client_id=1& password=your+password& username=your+nickname', false, $context); // პარამეტრები ჩაანაცვლეთ თქვენი რეალური მონაცემებით, რომლებსაც მოგაწვდით მომსახურების მენეჯერი
მნიშვნელოვანია: ცვლადები უნდა იყოს UrlEncode ფუნქციაში გატარებული. მაგ. urlencode($text)
შეტყობინების სტატუსის შემოწმება
SMS შეტყობინების სტატუსის შემოწმებაtrack.php
პარამეტრი | ფორმატი | გამოყენება | აღწერა |
---|---|---|---|
message_id | integer | აუცილებელი | გაგზავნისას დაბრუნებული შეტყობინების იდენტიფიკატორი |
username | string | აუცილებელი | მეტსახელი |
password | string | აუცილებელი | პაროლი |
client_id | integer | აუცილებელი | მომხმარებლის იდენტიფიკატორი |
GET მეთოდით შეტყობინების სტატუსის გადამოწმების მაგალითი:
curl http://bi.msg.ge/track.php?message_id=1&client_id=1&password=your+password&username=your+nickname
პასუხად ბრუნდება სტატუსის კოდი:
1
შეცდომის კოდების მნიშვნელობა:
კოდი | აღწერა |
---|---|
0 | გაგზავნის მოლოდინში |
1 | გადაეცა აბონენტს |
2 | აბონენტზე გადაცემა ვერ მოხერხდა |
4 | სტატუსის მოლოდინში |
8 | გადაეცა სმს ცენტრს |
16 | სმს ცენტრმა არ მიიღო |
64 | არასწორი პაროლი ან მეტსახელი ან დაუშვებელი IP მისამართი |