სმს-ზე უარის სერვისი *297#
SMS დაგზავნა, როგორც ნებისმიერი სხვა მომსახურება, კარგია მანამ, სანამ არ გახდება მომაბეზრებელი. მრავალ მომხმარებელს სურს უარი თქვას მომაბეზრებელ და ზედმეტ ინფორმაციაზე, მაგრამ არ იცის, როგორ გამორთოს სარეკლამო სმს შეტყობინებები.
არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გვინდა გარკვეული ტიპის ინფორმაციის მიღება და არ გვსურს სმს რეკლამის სრულად გამორთვა.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2014 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ითვალისწინებს სარეკლამო-საინფორმაციო სმს-ზე უარის თქმის შესაძლებლობას.
კომპანია "ემ ეს ჯგუფის" სმს-ზე უარის თქმის სერვისი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კატეგორიის შეტყობინებები.
სარეკლამო SMS-ების გამოსართავად უნდა შეხვიდეთ "ემ ეს ჯგუფის" USSD მენიუში. ამისათვის ტელეფონში უნდა აკრიფოთ ნომერი *297# და დარეკოთ ამ ნომერზე
გამოსულ მენიუში შეარჩიეთ კატეგორია

შემდეგ ეკრანზე დაინახავთ შესაბამისი კატეგორიის ჩართვის ან გამორთვის შეტყობინებას.
