სმს რეკლამის მიღების ჩართვის და გამორთვის სერვისი
შპს „ემ ეს ჯგუფი“ (ს/კ: 404404122) (შემდგომში: „ემ ეს ჯგუფი“) გაცნობებთ, რომ 2024 წლის პირველი მარტიდან იცვლება „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსხვავებულად არეგულირებს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებას.
გაცნობებთ, რომ ემ ეს ჯგუფი წარმოადგენს ავტორიზებულ SMS პროვაიდერს და ინტერნაციონალურ SMS ჰაბს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მოთხოვნის შესაბამისად, მისთვის ტექნიკური შესაძლებლობის მინიჭებას და SMS-ების ადრესატისთვის დაგზავნას. ემ ეს ჯგუფისა და მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების ურთიერთობა დარეგულირებულია თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულებით.
- პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე თქვენი თანხმობა გულისხმობს, რომ თქვენ მიიღებთ ემ ეს ჯგუფისა და მისი პარტნიორი კომპანიებისგან ნებისმიერი სახის სარეკლამო შეტყობინებებს/შეთავაზებებს თქვენ მიერ თანხმობის უკან გახმობამდე.
- თანხმობის შემთხვევაში, შეთავაზებები/შეტყობინებები შესაძლოა მიიღოთ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS-ის მიღების) გზით, ხმოვანი ზარების სახით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების დაგზავნის გზით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ტვ-ეკრანზე მომსახურების ჭრით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ემ ეს ჯგუფისა და მისი პარტნიორი კომპანიებისგან სარეკლამო SMS-ების მიღებაზე.
სარეკლამო SMS-ის მიღებაზე უარის თქმის დეტალური ინსტრუქცია
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ სარეკლამო SMS-ების მიღებაზე, შემდეგი ინსტრუქციის შესაბამისად:
თუ გსურთ, რომ უარი განაცხადოთ ემ ეს ჯგუფისა და მისი პარტნიორი კომპანიებისგან სარეკლამო SMS-ების მიღებაზე, მოკლე ნომერზე: 90235 უნდა გააგზავნოთ SMS, რომლის ტექსტშიც ვკრეფთ სიტყვას: „NO”, რის შედეგადაც, თქვენ გამოგერთვებათ ემ ეს ჯგუფისა და მისი პარტნიორი კომპანიების სარეკლამო SMS-ები.
- თანხმობის შემთხვევაში, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, თქვენივე მითითების შესაბამისად, შესაძლოა ასევე, დამუშავდეს თქვენი რომელიმე ან ყველა შემდეგი მონაცემი (სახელი, გვარი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა, ასაკი, სქესი, თანამდებობა და ა.შ.) რაც საშუალებას მოგვცემს გამოგიგზავნოთ თქვენს ინტერესებზე მორგებული სარეკლამო SMS-ები. კერძოდ, ჩვენ შესაძლოა განვახორციელოთ თქვენ მიერ გაცხადებული, ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემების გარკვეული ნიშნით დაჯგუფება/სეგმენტაცია (მაგალითად: დაჯგუფდება მხოლოდ გარკვეული ასაკის მომხმარებლები და ამ სეგმენტის მიხედვით დაჯგუფებულ მომხმარებლებს დაეგზავნებათ შეთავაზებები/შეტყობინებები).
- ემ ეს ჯგუფისა და მისი პარტნიორი კომპანიების სარეკლამო SMS-ების მიღებაზე თანხმობა გულისხმობს, რომ თქვენ მიიღებთ სხვადასხვა შეთავაზებებს/შეტყობინებებს ემ ეს ჯგუფის პარტნიორი (მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი) კომპანიებისგან მათ პროდუქტებზე ან/და მომსახურებებზე. (მაგალითად: ტექნიკის, საფინანსო სექტორის, სპორტული დაწესებულებების, ტურისტული კომპანიების, აფთიაქების შეთავაზებები და აქციები და ა.შ).
- ჩვენ დავამუშავებთ თქვენს მონაცემებს, მანამ სანამ არ გამოიხმობთ თქვენ მიერ გაცემულ თანხმობას.
- თუ თქვენ უარს იტყვით ან გამოიხმობთ თანხმობას, ჩვენ აღარ დავამუშავებთ თქვენს მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
- პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ჩვენ შევინახავთ თქვენს მონაცემებს „უარების სიაში“, რათა არ მოხდეს სარეკლამო SMS-ების თქვენთვის კვლავ გამოგზავნა.
სარეკლამო SMS-ის მიღებაზე თანხმობის გაცხადების დეტალური ინსტრუქცია
თუ გსურთ, რომ მიიღოთ სარეკლამო SMS-ები ემ ეს ჯგუფისა და მისი პარტნიორი კომპანიებისგან მოკლე ნომერზე: 90235 უნდა გააგზავნოთ SMS, რომლის ტექსტშიც ვკრეფთ სიტყვას: „ON”, რის შედეგადაც, თქვენ ჩაგერთვებათ ემ ეს ჯგუფისა და მისი პარტნიორი კომპანიების სარეკლამო SMS-ები.