ჩვენ შესახებ

სმს მომსახურება

თავდაპირველად, ჩვენი მომსახურების სფეროს წარმოადგენდა სარეკლამო-საინფორმაციო სმს მომსახურება, რომელიც დღემდე გრძელდება. ყოველთვის ვცდილობთ სიახლეები და მეტი კომფორტი შევთავაზოთ როგორც ჩვენს მომხმარებლებს, ასევე საქართველოს მოსახლეობას. აქედან გამომდინარე სისტემატურად იხვეწება ჩვენი მომსახურება და პროდუქტები. პირველად ჩვენი კომპანიის მეშვეობით განხორციელდა მასშტაბური სმს მარკეტინგი. ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელიც  თანამშრომლობს სამივე GSM ოპერატორთან, რაც გვაძლევს საშუალებას მაქსიმალურად სწრაფად და ხარვეზის გარეშე განხორციელდეს სმს შეტყობინებების დაგზავნა. დღესდღეობით ვემსახურებით კომპანიების 90%-ს, რომლებიც სმს მარკეტინგს იყენებს. სმს შეტყობინებების დაგზავნა არის კომუნიკაციის მარტივი და ეფექტური ფორმა.

ჩვენი უპირატესობები

პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ მომსახურების მაღალ ხარისხს კონკურენტული ფასებით. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად გამჭირვალედ მუშაობს, რაც საფუძველია იმისა, რომ წლების განმავლობაში ვინარჩუნებთ ლოიალურ მომხმარებლებს. სწრაფი სერვისი, კომფორტული მომსახურება, ინდივიდუალური მიდგომა და სიახლეებისკენ სწრაფვა არის ჩვენი კომპანიის მთავარი მამოტივირებელი ძალა.

სმს მარკეტინგის უპირატესობები:

  • მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა;
  • წაკითხვის მაღალი ალბათობა;
  • მიმღებისთვის მოსახერხებელ დროს ინფორმაციის გაცნობა, რაც გულისხმობს, რომ ინფორმაცია თითქმის  100% არის წაკითხვადი;
  • ინფორმაციის გრძელვადიანი პერიოდით დამახსოვრება;
  • USSD კოდი (*297#) - მითითებულია ტექსტის ბოლოს. (აბონენტს აქვს საშუალება თვითონ დაბლოკოს/გააქტიუროს საკუთარი ნომერი სარეკლამო ბაზაში ან ისარგებლოს მენიუთი, საიდანაც შეარჩევს მისთვის სასურველ კატეგორიას. USSD კოდი ნებისმიერი ოპერატორის  აბონენტისთვის უფასოა);
  • ინფორმაციის სწრაფი მიწოდება;
  • ცნობადობის გაზრდა;
  • მომენტალური შედეგი;
  • დაბალი ფასი.

სმს დაგზავნის  ტიპები

  • სარეკლამო სმს;
  • საინფორმაციო სმს (ინტერფეისი);
  • API HTTP სმს დაგზავნა.