კონფიდეციალურობის პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც: "დამუშავების პირობები") არეგულირებს - შპს "ემ ეს ჯგუფის" (ს/კ: 404404122) (შემდგომში "ემ ეს ჯგუფი") მომსახურების გამოყენებასთან დაკავშირებულ წესებსა და პირობებს. წინამდებარე აპლიკაციის გამოყენების წინაპირობაა ემ ეს ჯგუფთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ემ ეს ჯგუფი უზრუნველყოფს აპლიკაციის მომხმარებლისათვის ანგარიშის გახსნას და მის დაშვებას აპლიკაციით სარგებლობისათვის.

აპლიკაციის მეშვეობით დამკვეთი პირდაპირი მარკეტინგის ან/და საინფორმაციო მიზნებისათვის ახორციელებს სარეკლამო ან/და საინფორმაციო ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS-ების გაგზავნას ემ ეს ჯგუფის ან/და დამკვეთის სატელეფონო ნომრების ბაზაზე, ან/და ახორციელებს ემ ეს ჯგუფისა და მისი პარტნიორების სატელეფონო ნომრების ბაზის დაგროვებას/მოპოვებას (იმ მონაცემთა სუბიექტების სატელეფონო ნომრების ბაზის ფორმირება, რომლებსაც სურთ სარეკლამო ან/და საინფორმაციო SMS-ების მიღება), ემ ეს ჯგუფთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.

ემ ეს ჯგუფი წარმოადგენს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებულ პირს, რომელსაც უფლებამოსილება აქვს სატელეფონო ნომრებზე SMS-ების გაგზავნის მიზნით, უზრუნველყოს მობილურ ოპერატორებამდე SMS-ის მიწოდება. დამკვეთი თავად იღებს გადაწყვეტილებას SMS-ების გაგზავნის დროისა და ინტერვალის, მისი რაოდენობისა და შინაარსის შესახებ და აპლიკაციის მეშვეობით აგზავნის SMS-ებს. შესაბამისად, ემ ეს ჯგუფი პასუხს არ აგებს იმ შემთხვევაზე, თუკი დამკვეთისათვის SMS-ების გაგზავნა მარკეტინგულად წარმატებული არ აღმოჩნდება. თქვენს მიერ ჩვენი აპლიკაციით სარგებლობისას, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაეცანით და გაათვითცნობიერეთ წინამდებარე დამუშავების წესები და პირობები.

ტერმინთა განმარტება

ემ ეს ჯგუფი / ჩვენ - შპს ,,ემ ეს ჯგუფი“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 404404122, მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N15, რომელიც უზრუნველყოფს დამკვეთის წვდომას აპლიკაციაზე, დამკვეთის მიერ პირდაპირი მარკეტინგის ან/და საინფორმაციო მიზნით, SMS-ების გასაგზავნად.

დამკვეთი / თქვენ - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ემ ეს ჯგუფთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, აპლიკაციის მეშვეობით, პირდაპირი მარკეტინგის ან/და საინფორმაციო მიზნით, ახორციელებს SMS-ების გაგზავნას ემ ეს ჯგუფის ან/და საკუთარ სატელეფონო ნომრების ბაზებზე ან/და აგროვებს (თავისი, ემ ეს ჯგუფისა და მისი პარტნიორების) სატელეფონო ნომრების ბაზას (იმ მონაცემთა სუბიექტების სატელეფონო ნომრების ბაზა, რომლებსაც სურთ სარეკლამო ან/და საინფორმაციო SMS-ების მიღება).
აპლიკაცია - წინამდებარე აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება SMS-ების გაგზავნის ან/და სატელეფონო ნომრების ბაზის მოპოვების/დაგროვების მიზნით (იმ სატელეფონო ნომრების ბაზების ფორმირება, რომლებსაც სურთ სარეკლამო ან/და საინფორმაციო SMS-ების მიღება).

მომსახურების ხელშეკრულება - ემ ეს ჯგუფსა და მის თითოეულ დამკვეთს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ემ ეს ჯგუფი ახორციელებს დამკვეთის აპლიკაციაზე დაშვებას და პროგრამულ უზრუნველყოფას SMS-ების გაგზავნის ან/და სატელეფონო ნომრების ბაზის მოპოვების/დაგროვების მიზნით.
ემ ეს ჯგუფის პარტნიორები - ემ ეს ჯგუფთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი კომპანიები. კერძოდ, ის დამკვეთები, რომელთაც ემ ეს ჯგუფთან გაფორმებული აქვთ მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე აპლიკაციაზე დაშვების წინაპირობას.

SMS - სარეკლამო, ინფორმაციული ან სხვა მსგავსი დანიშნულების მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც იგზავნება დამკვეთის მიერ წინამდებარე აპლიკაციის მეშვეობით.
სატელეფონო ნომრების ბაზა - დამკვეთის ან/და ემ ეს ჯგუფის მფლობელობაში არსებული სატელეფონო ნომრების ერთობლიობა, რომლებზეც ხდება SMS-ების გაგზავნა.
პირდაპირი მარკეტინგი - სატელეფონო ნომრის მეშვეობით ადრესატისთვის/მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.

მონაცემთა სუბიექტი/მომხმარებელი - დამკვეთის მიერ გაგზავნილი SMS-ის მიმღები.
მონაცემთა სუბიექტი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.
მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი - ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული კერძო ან საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, კერძო ან საჯარო სექტორის თანამშრომელი, რომელსაც გადაეცა მონაცემები, გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა. წინამდებარე გამოყენების წესებისა და პირობების მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს დამკვეთი ან/და ემ ეს ჯგუფი.

მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი - ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. წინამდებარე გამოყენების წესებისა და პირობების მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ემ ეს ჯგუფი.

კონფიდეციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდეციალურობის პოლიტიკა ეხება ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ დამკვეთებს, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი აპლიკაციით. აპლიკაციით სარგებლობისას დამკვეთისა და ემ ეს ჯგუფის ვალდებულებები და პასუხისმგებლობის ფარგლები, რომლებიც წინამდებარე დამუშავების პირობებში არ არის განხილული, რეგულირდება მომსახურების ხელშეკრულებით, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით.

რატომ და რის საფუძველზე ვაგროვებთ მონაცემთა სუბიექტების/მომხმარებლების
პერსონალურ მონაცემებს

ჩვენ მიერ მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველია მონაცემთა სუბიექტების მიერ გაცხადებული თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

ჩვენ აპლიკაციაში ვტვირთავთ იმ მომხმარებლების/ადრესატების სატელეფონო ნომრების ბაზას, რომლებსაც გაცხადებული აქვთ თანხმობა ემ ეს ჯგუფისა და მისი პარტნიორების სარეკლამო SMS-ების მიღებაზე. შესაბამისად, თქვენ შეძლებთ განახორციელოთ სარეკლამო ან/და საინფორმაციო SMS-ების გაგზავნა ემ ეს ჯგუფის ბაზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, ემ ეს ჯგუფი წარმოადგენს მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.

ჩვენი აპლიკაციით სარგებლობისას, თქვენ, აგრეთვე შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი საკუთარი სატელეფონო ნომრების ბაზა და განახორციელოთ სარეკლამო ან/და საინფორმაციო SMS-ების გაგზავნა თქვენს საკუთარ ბაზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში თქვენ წარმოადგენთ მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.

აპლიკაცია, აგრეთვე, შესაძლებლობას გაძლევთ დააგროვოთ იმ მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემები, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ თავიანთი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე, თქვენი, ემ ეს ჯგუფისა და მისი პარტნიორების მიერ.

პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ჩვენ მომხმარებლის შესახებ ვაგროვებთ: მობილური ტელეფონის ნომერი, მომხმარებლის სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, ასაკი, სქესი, თანამდებობა. ზემოაღნიშნული მონაცემები წარმოადგენს სეგმენტაციის (პროფაილინგის) ინფორმაციას: ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება მომხმარებლების სხვადასხვა სეგმენტებში/ჯგუფებში გადასანაწილებლად (მაგალითად, დაჯგუფდება მხოლოდ გარკვეული ასაკის მომხმარებლები და ამ სეგმენტის მიხედვით დაჯგუფებულ მომხმარებლებს გაეგზავნებათ სარეკლამო შეთავაზებები).

როგორ ვიყენებთ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს

იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც მომხმარებლების შესახებ მოვიპოვებთ, ვამუშავებთ მხოლოდ კონკრეტული მიზნებისთვის, კერძოდ, პირდაპირი მარკეტინგის ან/და საინფორმაციო მიზნებისათვის.

რამდენი ხნის მანძილზე ვამუშავებთ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მონაცემთა სუბიექტების პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ მანამ სანამ მონაცემთა სუბიექტი არ გაიხმობს მის მიერ გაცემულ თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

კონფიდეციალურობის დაცვის ვალდებულება

ჩვენ ვუზრუნველყოფთ აპლიკაციაში განთავსებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჩვენი მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობით ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აპლიკაცია უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენ მიიღოთ შესაბამისი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას აპლიკაციაში დაცული პერსონალური მონაცემების მესამე პირების მიერ არასანქცირებულ წვდომაზე ან/და მათ მიერ აპლიკაციაში დაცული მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემების გამჟღავნებაზე. ემ ეს ჯგუფი პასუხისმგებლობას არ იღებს იმ შემთხვევაზე, როდესაც თქვენ არ მიიღებთ შესაბამის უსაფრთხოების ზომებს (მაგალითად: დატოვებთ ჩართულს აპლიკაციას და დაუშვებთ მესამე პირების მიერ აპლიკაციაზე წვდომას ან გამოიყენებთ საჯარო WI-FI-ს). ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, თქვენ ვალდებული ხართ აანაზღაუროთ ნებისმიერი სახის ზიანი, რაც შესაძლოა ემ ეს ჯგუფს ან/და სხვა ნებისმიერ უფლებამოსილ პირს მიადგეს.

როგორ ვიცავთ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს

ემ ეს ჯგუფი ორიენტირებულია, რომ დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მთლიანობა და უსაფრთხოება. ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ადამიანურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ რესურსებს, რათა უკანონო ან არაუფლებამოსილი წვდომისგან, გამოყენებისგან, გამჟღავნებისგან და შემთხვევითი დაკარგვისგან, დაზიანებისგან, შეცვლისგან ან განადგურებისგან დავიცვათ ის პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჩვენს აპლიკაციაში ინახება.

ჩვენი მიზანია შევინახოთ მომხმარებლის პერსონალური მონაცემები დაცულ ადგილებში, რომლებიც არ არის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და მოვახდინოთ ისეთი უსაფრთხოების ზომების დაყენება ამ ადგილას, რომლებიც უზრუნველყოფს ასეთი მონაცემების დაცვას დაკარგვისგან, უკანონოდ გამოყენებისგან ან შეცვლისგან, როგორც მესამე პირებისგან, ასევე ჩვენივე დასაქმებულებისაგან/თანამშრომლებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია გავცეთ აბსოლუტური გარანტია, რომ ჩვენს აპლიკაციაში განთავსებული პერსონალური მონაცემები დაცული იქნება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შემთხვევაში.

ემ ეს ჯგუფი დამოკიდებული იქნება თქვენს კომუნიკაციაზე იმ შემთხვევაში, როდესაც შეამჩნევთ რაიმე უჩვეულო აქტივობას/მოვლენას, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს აპლიკაციაში დაცული ინფორმაციის უსაფრთხოების დარღვევაზე/შესაძლო დარღვევაზე. ასეთი კომუნიკაციის შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას, რათა დავადგინოთ, იყო თუ არა ეს მოვლენები დაკავშირებული ჩვენს აპლიკაციასთან და გაცნობებთ თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგათ პრობლემის მოსაგვარებლად.

ცვლილებები დამუშავების პირობებში

წინამდებარე დამუშავების პირობები შეიძლება გადაიხედოს ან შეიცვალოს. ემ ეს ჯგუფი იტოვებს უფლებას, რომ შეცვალოს წინამდებარე დამუშავების პირობები, ამ ცვლილებების მის აპლიკაციაში გამოქვეყნებით. ჩვენ შევატყობინებთ ჩვენს დამკვეთებს წინამდებარე დამუშავების პირობებში ცვლილებათა შეტანის თაობაზე ჩვენს აპლიკაციაში შესაბამისი ანოტაციის გამოქვეყნებით.